კატეგორიები

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარეზე წყლის სინჯები აიღეს

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარეზე წყლის სინჯები აიღეს
მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარეზე წყლის სინჯები აიღეს.

აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ანალიტიკური ხელსაწყოებით აღჭურვილ ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ შემოწმდება. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ყოველწლიურად 67 წერტილში ახორციელებს. აღნიშნული კვლევების შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე  ქვეყნდება.

მტკვრის დაცვის დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში კოალიცია „მტკვარ-არაქსის” ინიციატივით 1999 წელს დაარსდა.

მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მტკვრის აუზი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს მოიცავს. მდინარის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები