კატეგორიები

საქართველოში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სტივ დეინსი ჩამოვიდა

საქართველოში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სტივ დეინსი ჩამოვიდა
საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ პლატფორმა Facebook-ზე ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც თბილისში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი ჩამოვიდა.

 

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სენატორ დეინს! სენატორი დეინსი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია და მოუთმენლად ელის მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისში. ის გეგმავს, წამოჭრას შიდა და საგარეო საკითხები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტები. ის ასევე გეგმავს, რომ გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ”, – წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

სენატორი დეინსი “რესპუბლიკური პარტიის” წევრია.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები