მთავარიევროპარუმინეთირამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად რუმინეთის ზოგიერთ რეგიონში წყალდიდობებია

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად რუმინეთის ზოგიერთ რეგიონში წყალდიდობებია

ბოლო ორი დღის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ და ქარმა რუმინეთის სხვადასხვა რეგიონში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია.

საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რუმინეთში, კოვასნისა და ბრაშოვის მუნიციპალიტეტებში, ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

წყალდიდობებმა საფრთხე შეუქმნა პრაიდის  მარილის ძველ საბადოს, რომელიც ახლა ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. ყოველწლიურად მის დასათვალიერებლად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჩამოდის.

ხუთშაბათს ჩამოიშალა ერთ-ერთი კაშხალი, რომელიც ამ საბადოსა და მიმდებარე ტურისტული ადგილების დასაცავად აიგო.  რუმინეთის ხელისუფლება წყლის დონის დაწევას ელოდება, რომ დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები.

ჰარგიტის მუნიციპალიტეტის გამგებელი პეტრეს შანდორი ამბობს, რომ ნებისმიერი საქმიანობა  ამ დროისთვის შეჩერებულია, რადგან წყლის დონე არ აძლევთ უსაფრთხოდ მუშაობის საშუალებას. მისი განცხადებით წყლის დინების გამო კალაპოტი, ფაქტობრივად, სრულად არის განადგურებული და იმხელა ორმოებია,  რომ ნებისმიერი ზომის ტექნიკა ჩავარდება.

უნგრეთის მთავრობამ რუმინეთის ხელისუფლებას უკვე შესთავაზა დახმარება.  კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერი წვიმის შედეგად გაჩნდა ბზარები მდინარის კალაპოტის დამცავ კედელში, რომელიც მაღაროს მის ზემოთ გამავალი მდინარე კორუნდისგან იცავს. წყალმა შეაღწია საბადოს სივრცეთა ქსელებში, რამაც საფრთხე შეუქმნა მის სტაბილურობასა და ზოგადად მიწისქვეშა ნაგებობებს.  ხელისუფლება ამბობს, რომ, თუ წყალი შიდა სივრცეებში დარჩება, მარილის სვეტებიც ჩამოიშლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend