20 წლის სტუდენტს, ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით თეთრაულმა შსს-ს მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. სასამართლომ ლიკა ლორთქიფანიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
საქმე უკავშირდება 17 მაისს განვითარებულ ინციდენტს, როცა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მარიამ ლაშხმა ლიკა ლორთქიფანიძეს და კიდევ ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო უჩივლა.
ლიკა ლორთქიფანიძე “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთი აქტიური წევრია.