მთავარისაქართველოსაფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოები საქართველოში მოგზაურობის მსურველებს მიმართავენ

საფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოები საქართველოში მოგზაურობის მსურველებს მიმართავენ

საფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოები საქართველოში მოგზაურებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ფაქტორები, რის გამოც შესაძლოა ქვეყანაში არ შემოუშვან – ეს ფაქტორი შეიძლება იყოს საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ან სოციალურ მედიაში გამოხატული პოზიცია.

საელჩოების ინფორმაციით, უარის თქმის საფუძველი შესაძლოა გახდეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ან სოციალურ მედიაში გამოხატული პოზიცია.

საელჩოები ხაზგასმით მიუთითებენ, რომ ამ ტიპის ქმედებებისთვის უცხოელებს შესაძლოა დაეკისროთ მაღალი ჯარიმები, რომლის გადახდაც შესაძლოა გახდეს აუცილებელი საქართველოს ტერიტორიაზე ხელახალი შესვლის დროს.

ორივე საელჩო მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, მოგზაურობის დაგეგმვისას წინასწარ გადაამოწმონ, არსებობს თუ არა ისეთი გარემოებები, რომლებიც კონკრეტულად მათ შემთხვევაში გაზრდის ქვეყანაში არ შემოშვების რისკს.

საფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოებმა განცხადებები მას შემდეგ გააკეთეს, რაც გახშირდა უცხოელი მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend