თანამდებობა დატოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მან გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ის მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, მმართველ გუნდსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.
გომელაური ამბობს, რომ მისთვის ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება და „რჩება ამ გუნდის ერთგული”.
თანამდებობის დატოვების მიზეზად ვახტანგ გომელაური ასახელებს სურვილს, მეტი დრო დაუთმოს ოჯახს.
„როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს – მეუღლეს, შვილებსა და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო”, – წერია განცხადებაში.