კატეგორიები

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგი სხდომა დასრულდა

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგი სხდომა დასრულდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგი სხდომა დასრულდა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი 6 მოწმე დაიკითხა. აქედან 5 ექსპერტია, რომლებმაც ამოღებულ ნივთებს ექსპერტიზა ჩაუტარეს ხოლო 1 კი გამომძიებელია.

ექსპერტებმა მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებზე ისაუბრეს. ხოლო გამომძიებელმა კი გაიხსენა ვეფხია კასრაძის დაკავების ეპიზოდი. მოწმის დაკითხვის შემდეგ ვეფხია კასრაძემ თავდაპირველად განაცხადა, რომ მას პოლიციელის ადგილზე ყოფნა არ ახსოვს, პროცესის დასასრულს კი აღნიშნა, რომ „რატომღაც არ ახსოვდა“, რომ ივანე ფირცხალაიშვილი მის დაკავებაში მონაწილეობდა.

სისხლის სამართლის საქმეში სამ ბრალდებულს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9 წლამდე, დანაშაულში მონაწილეობაში ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალს არცერთი მათგანი არ აღიარებს.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები