მთავარიEuropean Unionევროკავშირმა უსაფრთხო შავი ზღვის რეგიონისთვის ახალი სტრატეგია წარადგინა

ევროკავშირმა უსაფრთხო შავი ზღვის რეგიონისთვის ახალი სტრატეგია წარადგინა

ევროკავშირმა სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვის რეგიონისთვის ახალი სტრატეგია წარადგინა.

გეგმა ევროპასა და სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და მის ფარგლებს გარეთ კავშირების გაძლიერებას გულისხმობს.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის ფონზე, სტრატეგია ასევე გააძლიერებს ევროკავშირის, როგორც შავი ზღვის რეგიონში საიმედო აქტორის, გეოპოლიტიკურ როლს. ევროკავშირი უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაამყარებს უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან, თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან და წინ წაწევს რეგიონულ თანამშრომლობას“, – ვკითხულობთ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ცნობით, შავი ზღვის რეგიონთან მომავალი თანამშრომლობა სამ ძირითად საკითხს ეყრდნობა. ესენია: უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის გაძლიერება; ზრდისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა; ისევე როგორც, კლიმატის ცვლილებისადმი მზადყოფნის ხელშეწყობა.

როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, ევროკავშირის როლი და პასუხისმგებლობა შავი ზღვის რეგიონში იზრდება, კერძოდ, უკრაინასთან, მოლდოვას რესპუბლიკასა და საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ფონზე. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას.

„ევროკავშირის აქტიური როლი გადამწყვეტია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიის ფონზე. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ რეგიონში ჩვენს მეზობლებთან უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend