მთავარისაქართველოაშშ-ის საელჩოს განცხადება

აშშ-ის საელჩოს განცხადება

აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების'” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ამერიკის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.

სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით 22 მაისს ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ.

იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს აშშ-სა და ამერიკელ ხალხთან 33-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“, – წერია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend