კატეგორიები

„სააკაშვილმა მითხრა, რომ ყველაფერი შეთანხმებულია” – დიმიტრი სანაკოევი აგვისტოს ომზე

„სააკაშვილმა მითხრა, რომ ყველაფერი შეთანხმებულია” – დიმიტრი სანაკოევი აგვისტოს ომზე

2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 27 მაისის სხდომაზე 2006-2022 წლებში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს მოუსმინა.

მისი განცხადებით, როდესაც ის 7 აგვისტოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, მისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ცხინვალში შესვლა შეთანხმებულად იყო დაგეგმილი და მის ადმინისტრაციას არაფრის უნდა შეშინებოდა.

მისივე თქმით, ოსური მხრიდან ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსული ჯარი ზუსტად იმ მომენტს ელოდა, როცა ქართული ჯარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევიდოდა და მან ეს პრეზიდენტს უთხრა.

„რაც მაშინდელ მთავრობას ჰქონდა მიზნად ამ ომის დროს, მაგაზე ახლა არ ვისაუბრებ. მე იმდენად არ ვიყავი გადაწყვეტილებების მიღებისას ჩართული, რომ დეტალები ზუსტად ვიცოდე. ჩემი მთავარი მოთხოვნა ის იყო, რომ შეგვენარჩუნებინა ის ვითარება, რაც მანამ იყო, კარგი იყო თუ ცუდი.

დაძაბულობას იწვევდნენ ისინი, მაგრამ ჩვენებიც პასუხობდნენ.

7 აგვისტოს დამიბარა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მითხრა, რომ აპირებდა სამშვიდობო მიმართვას. მაგრამ თქვა, რომ თუ ამ პირობას დაარღვევენ, მაშინ ცხინვალში შევიდოდა ქართული ჯარი.

მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამას ელიან რუსებიც, ისინი მომზადებულები არიან, რომ როგორც კი ქართველები შევლენ, დაიწყონ ჩაფიქრებული მოქმედებები.

მიშამ მითხრა, რომ არ მენერვიულა, რადგან ყველაფერი შეთანხმებული იყო. ვისთან იყო შეთანხმებული, მე არ ვიცი, ვერ ვიკითხე…” – აცხადებს სანაკოევი.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები