კატეგორიები

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია.

უწყების თანახმად, მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთარსებული ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი.

„ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – წერია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს სამი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაცია 20 მაისს გაავრცელა. უწყების ცნობით, მათგან ერთი მალევე გაათავისუფლეს, ხოლო კიდევ ერთი პირი ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები