კატეგორიები

ნატოს წევრი ქვეყნები გეგმავენ, თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ

ნატოს წევრი ქვეყნები გეგმავენ, თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ
ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ამბობს, რომ მოკავშირეები მომავალ თვეს სავარაუდოდ, შეთანხმდებიან თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 5 პროცენტამდე გაზარდონ. ამ დროისთვის ამ პროცენტიანი ნიშნულისთვის ჯერ ნატოს არც ერთ ქვეყანას არ მიუღწევია.

უკვე დიდი ხანია შეერთებული აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს ნატოს წევრ ქვეყნებს მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.

თავდაპირველად ქვეყნები ამბობდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო, თუმცა რუსეთთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, ბევრი მათგანი უკვე ღიად საუბრობს ხარჯების ზრდაზე.

ამ დროისთვის თავდაცვაზე წევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტს პოლონეთი ხარჯავს და უახლოვდება 4,7 პროცენტიან ნიშნულს, აღმოსავლეთ ევროპის კიდევ ორი ქვეყანა ლიეტუვა და ლატვია გეგმავენ მომავალ ორ წელიწადში 5 პროცენტს გადააჭარბონ.

Related news
გერმანიასა და ცენტრალურ ევროპაში ნატოს სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს „Arctic Sentry” – ნატოს ახალი კამპანია ჩრდილოეთში
სხვა ამბები