მთავარიევროპარუმინეთიკალინ ჯორჯესკუ პოლიტიკიდან მიდის

კალინ ჯორჯესკუ პოლიტიკიდან მიდის

კალინ ჯორჯესკუ პოლიტიკიდან მიდის. რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ  ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ჰყვება, რომ გადაწყვიტა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა შეწყვიტოს და არ აქვს განზრახული პოლიტიკური ძალის შექმნა, ისევე როგორც სახელმწიფო თანამდებობების დაკავება. მიუხედავად ამისა, ჯორჯესკუ ოდესმე პოლიტიკაში დაბრუნების პერსპექტივას არ გამორიცხავს.

„ამიერიდან საჯარო თუ სოციალური პროცესების პასიური დამკვირვებელი გავხდები. მსურს, ჩემი ყურადღება და ენერგია ჩემი ოჯახისკენ მოვმართო. აქტიური პერიოდის შემდეგ მჭირდება სიმშვიდე და რაც მთავარია ჯანმრთელობა. დავბრუნდები, როდესაც გამოჩნდება სერიოზული შესაძლებლობა, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს რუმინეთს და რუმინელ ხალხს“, – აღნიშნა კალინ ჯორჯესკუმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

ულტრამემარჯვენე კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამაჯერებელი შედეგი აჩვენა, თუმცა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. უწყება დაეყრდნო დაზვერვის მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, არჩევნების პირველ ტურში ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსული ჩარევა დადასტურდა. ამ მიზეზით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკოსს განმეორებით არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend