კატეგორიები

ირაკლი კობახიძე „ვაიმარის სამკუთხედის” წევრი ქვეყნების განცხადებას ეხმაურება

ირაკლი კობახიძე „ვაიმარის სამკუთხედის” წევრი ქვეყნების განცხადებას ეხმაურება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ საერთო განცხადებას.

მისი თქმით, ამ განცხადებით პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს „დიფ სთეითი“ და რომ დასავლელი ლიდერები ვერ მოქმედებენ ობიექტური ინტერესების შესაბამისად.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 26 მაისი საზეიმო დღეა და ამ დღეს მათ ასეთი ტიპის განცხადება არ უნდა გაევრცელებინათ. მისივე განცხადებით, ალბანეთში ემანუელ მაკრონმა რაც უთხრა, თავისი არსით ეწინააღმდეგება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გავრცელებულ განცხადებას.

სწორედ ამიტომ მისი აზრით, დასავლელი ლიდერები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას.

ევროკავშირის ლიდერებმა საერთო განცხადებით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და გამოხტეს მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ასევე, მაკრონმა, ტუსკმა და მერცმა დაგმეს „ქართული ოცნების“ ქმედებები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების მიმართ და მოუწოდეს მათ, რომ შეიცვალონ კანონები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები