კატეგორიები

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილს უგზავნის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილს უგზავნის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილს უგზავნის.

მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური წერილის ქართულ ვერსიას ავრცელებს.

„ბატონო პრეზიდენტო,

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე.

ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით.

გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს”, – ნათქვამია წერილში.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები