კატეგორიები

აშშ-ის სამხედრო დაზვერვა საქართველოში რუსულ გავლენებზე საუბრობს

აშშ-ის სამხედრო დაზვერვა საქართველოში რუსულ გავლენებზე საუბრობს
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ გლობალური უსაფრთხოების გარემოს შეფასება გამოაქვეყნა.

45-გვერდიან დოკუმენტში ნახსენებია საქართველოც. ანგარიშის თანახმად, „რუსეთს თითქმის უეჭველად აქვს გამიზნული საქართველოს თავისი გავლენის ქვეშ დაბრუნება“.

„ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა იმგვარი გარემო, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთს, ქვეყანაში გაზარდოს თავისი გავლენა“, – წერია აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშში.

კავკასიის რეგიონზე საუბრისას, დოკუმენტში ნახსენებია რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაზეც.

„რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გასულ წელს გაუარესდა. მას შემდეგ, რაც სომხეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ დატოვებთ დაიმუქრა, ხოლო რუსეთმა გამოიყენა საინფორმაციო მეთოდები, სომხეთის დემოკრატიისა და მისი შედარებით პროდასავლური ხელისუფლების გასაშავებლად“, – ნათქვამია ანგარიშში.

აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს დოკუმენტს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „სისულელე“ უწოდა და ე.წ. „დიფ სთეითის“ გავლენების ზრდაზე მიუთითა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები