კატეგორიები

27 მაისს ევროკავშირი უნგრეთისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს

27 მაისს ევროკავშირი უნგრეთისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს
დღეს ევროკავშირი, მეშვიდე მუხლის შესაბამისად, უნგრეთისთვის კანონის უზენაესობის უგულებელყოფის მიზეზით, სანქციების დაწესების განხილვას აპირებს.

მეშვიდე მუხლი ორ ეტაპს ითვალისწინებს: თავდაპირველად წევრი ქვეყნები, მათ შორის უნგრეთიც, აწყობენ მოსმენებს, რათა შეიქმნას მკაფიო სურათი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ხოლო მეორე ფაზაში საბჭო სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.

ყველაზე მკაცრი სანქცია ამ მუხლის შედეგად წევრი სახელმწიფოსთვის ხმის უფლების შეჩერებაა, თუმცა ამისთვის 100%-იანი მხარდაჭერაა საჭირო.

როგორც ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, სანქციების დაწესებისთვის ევროკავშირის მინისტრებმა უმრავლესობას ჯერ ვერ მიაღწიეს და შესაძლოა დღის წესრიგში ეს საკითხი შეხვედრისას არც დააყენონ.

ბრიუსელმა შეშფოთება გამოთქვა უნგრეთის მიერ მიღებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონზეც, რომელმაც შესაძლოა ქვეყანაში მედიისთვის დაფინანსების შეზღუდვა და ამ მედიების დახურვა გამოიწვიოს.

Related news
ევროკავშირი გეგმავს, ყოფილ რუს სამხედროებს შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალოს ევროკომისიის ახალი სტრატეგია ბლოკის ცხრა ქვეყნისთვის
სხვა ამბები