კატეგორიები

„საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია” – კულტურის სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა

„საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია” – კულტურის სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა

„საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია”, – სწორედ ამ გზავნილით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მოგვიანებით მსვლელობა გამართეს რუსთაველის გამზირისკენ.

მსვლელობაში მონაწილეობდნენ თეატრის, კინოს, ლიტერატურის, მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები.

პროტესტის 180-ე დღეს აქცია-მსვლელობები არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნებია: აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები