107 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩატარდა პირველი საყოველთაო არჩევნები, დაკომპლექტდა 130 დეპუტატისგან შემდგარი დამფუძნებელი კრება. დაამტკიცეს საქართველოს პირველი კონსტიტუციაც.

საქართველოს პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ არასრულ სამ წელიწადს იარსება. არსებობა მალევე, 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად.
საბჭოთა ოკუპაციიდან 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს კი სწორედ 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა და ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
