კატეგორიები

მარკო რუბიო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მარკო რუბიო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

წერილში ნათქვამია, რომ ოცდაათ წელზე დიდი ხნის განმავლობაში ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის პარტნიორობა დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებს უკავშირდება.

სახელმწიფო მდივნის განცხადებაში წერია ისიც, რომ ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი სიყვარული და ერთგულება შთამაგონებელია და რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობის, რომელიც უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ საქართველოს მისწრაფებებს შეესაბამება.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები