„საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ქალი დემონსტრანტები გენდერული ნიშნით ძალადობის სამიზნეები ხდებიან”, – საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოს პოლიცია მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებისა და დასჯის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში სულ უფრო ხშირად მიმართავს გენდერული ნიშნით ძალადობას.
ეს პროტესტში მონაწილე ქალების წინააღმდეგ სექსისტური ხასიათის სიტყვიერ შეურაცხყოფას, სექსუალური ძალადობის მუქარას და უკანონო და დამამცირებელ ჩხრეკას მოიცავს.
As anti-government protests sweep through Georgia, allegations of sexual assault and unlawful strip searches by the police against women are becoming more common.
Georgia’s authorities must stop violence and intimidation of protestors. pic.twitter.com/if3cplICze
— Amnesty International (@amnesty) May 23, 2025
„საქართველოში შემაშფოთებლად გახშირდა პოლიციის მხრიდან სისასტიკის, ისევე როგორც, უცნობი პირების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ქვეყანაში პროევროპული, ანტისამთავრობო პროტესტების ძლიერი ტალღა დაიწყო.
სახელმწიფო რეპრესიების წინააღმდეგ ქალი მომიტინგეები გამბედაობის სიმბოლოებად იქცნენ, თუმცა ამავდროულად დამცირების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის სამიზნეებიც გახდნენ, როგორც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, ისევე მათი უცნობი თანაშემწეების მხრიდან“, – ვკითხულობთ Amnesty International-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.