კატეგორიები

„„ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება” – ბრიტანეთის საელჩო

„„ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება” – ბრიტანეთის საელჩო

ზურა ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერ ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით.

„მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას”.

საელჩო ასევე ეხმიანება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას.

„„ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევროატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია”.

საელჩო წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები