პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 23 მაისს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყანაში ევროპარლამენტარების ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტარებს, რომლებიც 26 მაისს საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ, იმის უფლება არ აქვთ, რომ ქვეყანაში „სიტუაცია არიონ“, თუმცა კითხვაზე, გააძევებენ თუ არა მათ ქვეყნიდან, პასუხობს, რომ – „არა!
„ის, რომ 26 მაისს, რამდენიმე რადიკალი ევროპარლამენტარი ჩამოდის, მაგალითად, რასა იუკნევიჩიანე, რომელიც ბოლო პერიოდში ფაშისტური განცხადებებით არის გამორჩეული, მიუთითებს, რომ არანაირი ოპოზიცია და არანაირი NGO-ები არ არსებობენ. 26 მაისს მათი ქცევა დონორებისა და უცხოელების მიერ მიცემული სიგნალებით იქნება განპირობებული. ასე რომ, თუ კი რაიმე პროვოკაცია ან ძალადობა იქნება, როგორიც 9 აპრილს ვიხილეთ, პასუხისმგებლობა სრულად დონორებსა და ზოგიერთ ელჩზე იქნება, რომლებიც მოძალადეებს ხელს ართმევენ და ექსტრემისტებსა და მოძალადეებთან საუბრობენ.
არა! ასე არ არის, ჩახვიდე ქვეყანაში და სიტუაცია არიო, ამის უფლება არავის აქვს, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. დღეს, როცა რუსეთზე საუბრობენ, რას ედავებიან? წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას და თავად რას აკეთებენ? ვამხელთ“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
