მთავარიევროპასერბეთიკაია კალასი: „სერბეთმა სტრატეგიული არჩევანი უნდა გააკეთოს“

კაია კალასი: „სერბეთმა სტრატეგიული არჩევანი უნდა გააკეთოს“

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა მოუწოდა სერბეთს გააკეთოს სტრატეგიული არჩევანი, რომელიც ევროკავშირში ქვეყნის გაწევრებისკენ მიმავალ გზას განსაზღვრავს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კაია კალასი ბელგრადში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა.

„სერბეთი სტრატეგიული და გეოსტრატეგიული არჩევანის წინაშე დგას, სად სურს მას ყოფნა. სერბეთის ევროპული მომავალი დამოკიდებულია ღირებულებებზე, რომელთა დაცვასაც ის აირჩევს“, – ამბობს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი.

კაია კალასმა დასძინა, რომ განიხილა პრეზიდენტი ვუჩიჩის ბოლო ვიზიტი მოსკოვში, გამარჯვების დღის აღლუმზე. ნაბიჯი, რომელიც ბრიუსელში დაგმეს.

„ნამდვილად არ მესმის, რატომაა საჭირო იმ პირის გვერდში დგომა, რომელიც უკრაინაში ამ საშინელ ომს აწარმოებს. პრეზიდენტი ვუჩიჩი ამბავს თავისი გადმოსახედიდან გვიყვება. ამრიგად, დიახ, ძალიან ვრცელი დისკუსია გვქონდა ამის შესახებ“, – ამბობს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი.

ბელგრადში ვიზიტის შემდეგ კაია კალასი კოსოვოში გაემგზავრა. მისი თქმით, სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება მათი ევროპული მომავლისთვის „ფუნდამენტურია“, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი გაყინულია.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend