მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჩაგოსის კუნძულები მავრიკს გადასცა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჩაგოსის კუნძულები მავრიკს გადასცა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჩაგოსის კუნძულების მავრიკისთვის გადაცემის შეთანხმებას ხელი მოაწერა.

შეთანხმების ფარგლებში, კუნძული მავრიკს გადაეცემა, თუმცა დიდი ბრიტანეთი შეინარჩუნებს კონტროლს ჩაგოსის არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულ დიეგო გარსიაზე მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან საჰაერო ბაზაზე.

ინდოეთის ოკეანეში მდებარე ბაზაზე კონტროლი დიდ ბრიტანეთს 99-წლიანი იჯარით გადაეცა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ბაზას ბრიტანეთისთვის სტრატეგიული მდებარეობა აქვს – როგორც ერაყსა და ავღანეთში ტერორისტებთან საბრძოლველად საჰაერო ძალების განთავსების თვალსაზრისით, ისე წითელ ზღვასა და ინდო-წყნარ ოკეანეში მზარდი საფრთხეების შეკავების მხრივ.

„ეს შეთანხმება, ჩვენი თავდაცვისა და დაზვერვისთვის და შესაბამისად, ბრიტანელი ხალხის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი, ამის სრული შეფასება გასაიდუმლოებულია. თუმცა მსურს რაც შეიძლება გულწრფელად ვისაუბრო. ბრიტანეთისთვის ამ სივრცის სტრატეგიულ მდებარეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც საჰაერო ძალების განლაგებისთვის, რომ ერაყსა და ავღანეთში ტერორისტები დავამარცხოთ, ასევე წითელი ზღვიდან და ინდო-წყნარი ოკეანიდან მომავალ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით. ის დაგვეხმარა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტი-ტერორისტული ოპერაციებისას. ასევე მამაცი ბრიტანელი და ამერიკელი სამხედროების დაცვაში. ბაზა ხელს შეუწყობს ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ჩვენი დანაყოფების უსაფრთხო გადაადგილებას. მისი მდებარეობა ქმნის რეალურ სამხედრო უპირატესობას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend