კატეგორიები

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 20 მაისს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმით დაავადების შემთხვევის გამოვლენის შესახებ შეტყობინება შემოვიდა.

უწყების ცნობით, ხორცის სარეალიზაციო ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო. სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა შებოლილი ლორის მწარმოებელ ბიზნესოპერატორთანაც.

საწარმოში გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თავი შეიკავოს საეჭვო პირობებში დამზადებული შებოლილი ხორცის, თევზის, ასევე დაკონსერვებული სურსათის მოხმარებისაგან.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები