კატეგორიები

საია საქალაქო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

საია საქალაქო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესის პარალელურად მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მანდატურის სამსახური ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე ზღუდავს სასამართლოს ეზოსა და შენობაში მოქალაქეების შესვლას.

განცხადებაში წერია ისიც, რომ გარკვეული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის სასამართლოს შენობაში პროფესიული მოვალეობის შესრულების შეზღუდვა საგანგაშოა. საია მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს, რომელიც პოლიტიკოსის საქმეს განიხილავს, მოუწოდებს, საჯარო ინტერესი არ უგულებელყოს და სასამართლოს სხდომების საჯაროობის პრინციპი დაიცვას. ამასთან, ორგანიზაცია მანდატურის სამსახურსაც მიმართავს. საია მანდატურის სამსახურს მოუწოდებს, წესრიგი იმგვარად უზრუნველყოს, რომ სასამართლოს შენობასა და ეზოში გადაადგილება არ შეაფერხოს.

„სასამართლოს ეზოში მობილიზებულია უპრეცედენტო რაოდენობის პოლიცია. მანდატურის სამსახური ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე ზღუდავს სასამართლოს ეზოსა და შენობაში მოქალაქეების შესვლას. საჯაროდ გავრცელებული წყაროებით, ირკვევა, რომ ეზოში შემოშვებამდე მანდატურის სამსახურის თანამშრომლები მოქალაქეებს ეკითხებიან სასამართლოში შესვლის მიზანს, და მიზანმიმართულად არ უშვებენ იმ პირებს ვინც სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესზე დასასწრებად ან მის მხარდასაჭერადაა მისული. ამასთან გავრცელებული ინფორმაციით ჯაფარიძის სასამართლო სხდომა ტარდება მცირე ზომის დარბაზში, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსთვის საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ცნობილი უნდა ყოფილიყო რომ მიმდინარე სხდომის მიმართ მაღალი იყო საჯარო ინტერესი და სხდომაზე დასწრების სურვილს არაერთი პირი აპირებდა.

ამასთან საგანგაშოა, ის ფაქტი, რომ გარკვეული მედია საშუალებების წარმომადგენლებს ეზღუდებათ სასამართლოს შენობაში პროფესიული მოვალეობის შესრულება. სასამართლოში შესვლაზე პრობლემა ექმნებათ ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საია მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს, რომელიც პოლიტიკოსის საქმეს განიხილავს, მოუწოდებს, საჯარო ინტერესი არ უგულებელყოს და სასამართლოს სხდომების საჯაროობის პრინციპი დაიცვას.

ამასთან, ორგანიზაცია მანდატურის სამსახურსაც მიმართავს. საია მანდატურის სამსახურს მოუწოდებს, წესრიგი იმგვარად უზრუნველყოს, რომ სასამართლოს შენობასა და ეზოში გადაადგილება არ შეაფერხოს.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები