კატეგორიები

ერევანი-ბათუმი-ერევნის სამგზავრო მატარებლის რეისი 14 ივნისიდან განახლდება

ერევანი-ბათუმი-ერევნის სამგზავრო მატარებლის რეისი 14 ივნისიდან განახლდება

ერევანი-ბათუმი-ერევნის სამგზავრო მატარებლის რეისი 14 ივნისიდან განახლდება. ამ რეისის მიმოსვლის აღდგენის შესახებ „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას „სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან“.

ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შეთანხმებას მხარეებმა მიაღწიეს ერევანში გამართულ შეხვედრაზე, რომლის თანახმად, მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად პირველ ოქტომბრამდე შესრულდება.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები