კატეგორიები

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები გრძელდება

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები გრძელდება

პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა გრძელდება.

22 მაისის სხდომაზე მოწვეულნი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ დაზარალებული ალექსანდრე მეგუთნიშვილი და რუსუდან შარაძე.

„ვარდების რევოლუციაზე“ საუბრისას, ბიზნესმენი ალექსანდრე მეგუთნიშვილი აცხადებს, რომ 2003 წელს საქართველოში „უცხო ქვეყნებმა“ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. ამ კონტექსტში ბიზნესმენი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ახსენებს და მიიჩნევს, რომ 2003 წლის ნოემბერში განვითარებული მოვლენები ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შეთანხმებული იყო.

კომისიის სხდომაზე ალექსანდრე მეგუთნიშვილმა თქვა, რომ ყოფილი ხელისუფლება ბიზნესმენებს ქონებას უკანონოდ ართმევდა და ისაკუთრებდა.

„2004 წელს გადატრიალების შემდეგ მე ბიზნეს საქმიანობა დავიწყე ჩემს მეგობართან ელდარ მილდიანთან ერთად… 2009 წლის სექტემბერში ქარხანაში მოვიდა პიროვნება, ვინმე პაატა გოგიაშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ კოდუებს დაასახელა ერეკლე და დათო ჩვენთან უნდოდათ გასაუბრება. ჩვენ მათთან არანაირი ბიზნეს გადაკვეთა არ გვქონია, გაგვიკვირდა კოდუებს ჩვენთან რა საქმე უნდა ჰქონოდათ. ერეკლე კოდუა იყო ვანო მერაბიშვილის მოადგილე, დავით კოდუა კი ე.წ ბიზნესმენი, თუ რამე აქვთ მოპოვებული ყველაფერი წართმევით“, – თქვა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო-საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ასევე განიხილავენ ფილოლოგისა და პოლიტიკოსის, გურამ შარაძის, სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები