თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
მათივე ინფორმაციით, 26 მაისს დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, ათონელისა და ვეკუას ქუჩებზე. გადაადგილება შესაძლებელი იქნება რევაზ თაბუკაშვილის, ნიკო სულხანიშვილის, მტკვრის, ვახტანგ ორბელიანისა და გოგჩის ქუჩებზე.
„26 მაისს დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, ათონელისა და ვეკუას ქუჩებზე. გადაადგილება შესაძლებელი იქნება – რევაზ თაბუკაშვილის, ნიკო სულხანიშვილის, მტკვრის, ვახტანგ ორბელიანისა და გოგჩის ქუჩებზე.
ამ პერიოდში, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე.
ასევე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება მოძრაობის მიმართულება, ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან.
მტკვრის ორივე სანაპიროდან ავტომობილები თავისუფლების მოედნისკენ შეძლებენ გადაადგილებას პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე“, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
