კატეგორიები

თბილისში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბი გაიხსნა

თბილისში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბი გაიხსნა

თბილისში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბი გაიხსნა. ის იწყება უნივერსიტეტის ქუჩაზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ და მიხეილ შავიშვილის ქუჩის გავლით პეტრე ქავთარაძის ქუჩას უკავშირდება.

გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივი. გვირაბის მშენებლობისა და შავიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. მან ასევე თქვა, რომ გვირაბი დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. სამუშაოების პირველი ეტაპი იყო საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩასა და ბაგების დასახლებას ერთმანეთთან დააკავშირებდა. მეორე ეტაპი იყო გვირაბის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსიდან იწყება და შავიშვილის ქუჩის გავლით უკავშირდება ქავთარაძის ქუჩას”, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები