კატეგორიები

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს შეხვდა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ელჩს  „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 18 მაისს ბათუმში პეტერ ფიშერსა და მის მეუღლეს მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიით გავრცელდა, მოგვიანებით, ფაქტი გერმანიის საელჩომაც დაადასტურა. სალომე ზურაბიშვილმა ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბათუმში მომხდარი ინციდენტი საქართველოს შეურაცხყოფაა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები