კატეგორიები

იტალიის რესპუბლიკასა და უნგრეთში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

იტალიის რესპუბლიკასა და უნგრეთში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

იტალიის რესპუბლიკასა და უნგრეთში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს.

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ქალაქ რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა.

უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა ნიკოლოზ ლალიაშვილი, რომელიც წარსულში საქართველოს ელჩი იყო ყაზახეთის რესპუბლიკაში.

თამარ ლილუაშვილი და ნიკოლოზ ლალიაშვილი ახალ პოზიციებზე საქმიანობას 1-ელი ივლისიდან დაიწყებენ.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები