მთავარიევროპალიეტუვალიეტუვამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ბელორუსის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

ლიეტუვამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ბელორუსის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

ლიეტუვამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ბელორუსის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

ლიეტუვა მეზობელ ქვეყანას საერთაშორისო სამართლის დარღვევაში, კერძოდ, მიგრანტების ლიეტუვაში არალეგალურად გადაყვანის დაგეგმვაში ადანაშაულებს.

ბალტიისპირეთს ქვეყანა მისთვის მიყენებული ზიანის სრულ კომპენსაციას ითხოვს. ასევე ითხოვს, საზღვრის გაძლიერებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.
ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მიგრანტები თავად ბელორუსის უშიშროების თანამშრომლებს მიჰყავდათ საზღვართან და მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას აიძულებდნენ. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ლიეტუვამ საქმე მას შემდეგ წამოიწყო, რაც მხარეებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები ჩაიშალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend