სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების გაერთიანების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
მისი განცხადებით, „ორი ასეთი უწყების შერწყმის მაგალითები მხოლოდ ისეთ ქვეყნებში არსებობს, როგორებიცაა რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოთ კორეა, თურქმენეთი და სხვა”.
19 მაისს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის. დაზვერვის სამსახური სუსის საქვეუწყებო დაწესებულებად – ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება.
ამას ითვალისწინებს 26 კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტში უკვე შეტანილია. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ამ ორი სამსახურის ფუნქციები და ამოცანები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია და, ამრიგად, პასუხისმგებელი სუბიექტების საერთო მართვის სისტემის ფარგლებში მოქცევა მათ ეფექტიანობას გაზრდის.