კატეგორიები

„ჩვენ სკოლა დავამთავრეთ”- საქართველოში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა

„ჩვენ სკოლა დავამთავრეთ”- საქართველოში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა

დღეს, 20 მაისს, მე-12 კლასელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – 37 000-ზე მეტმა მოსწავლემ სკოლა დაამთავრა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა.

„თან გული მწყდება, მაგრამ თან მიხარია რომ ახალ ეტაპზე გადავდივართ“, –  ამბობს მე-12 კლასელი ანანო მელაძე.

სპეციალურად ბოლო ზარისთვის მე-12 კლასელებმა ჩაიცვეს თეთრი პერანგები, რომლებზეც სამახსოვრო ავტოგრაფებსა და სურვილებს, კლასელები, მეგობრები და მასწავლებლები უტოვებდნენ. ეს დღე მეთორმეტეკლასელებისთვის სიხარულის მიზეზიც არის და სევდისაც. სკოლაში რჩება ბევრი მოგონება, ადამიანი, რომელთაც ისინი ყოველდღე ვეღარ ნახავენ. ამავდროულად მათთვის ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო სტუდენტური წლები იწყება.

„ეს განვლილი 12 წელი ჩემთვის არის ბავშვობის მთავარი ნაწილი“, – გვითხრა სოსო სააკაშვილმა.

ბავშვობის მთავარი ნაწილი წარსულში რჩება, თუმცა მოგონებები სკოლის მოსწავლეებს თან მიჰყვებათ. ეს დღე განსაკუთრებით უხარიათ მე-12 კლასელების მშობლებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს დღე მათ თავის ბოლო ზარს აგონებს.

„მაბრუნებს ჩემს ბავშვობაში და ის ემოცია მიბრუნდება, მე რომ სკოლა დავამთავრე“, – ამბობს მშობელი ნატალია სუხიშვილი.

მე-12 კლასელები ამბობენ, რომ ეს დღე მათ ცხოვრებაში დაუვიწყარი იქნება. ამასთან ახლოვდება, ერთიანი ეროვნული გამოცდებიც, რომელზეც სულ 39 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები