კატეგორიები

მიხეილ ყაველაშვილი: „რომის პაპს შევხვდი”

მიხეილ ყაველაშვილი: „რომის პაპს შევხვდი”

მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკზე წერს, რომ შეხვდა რომის პაპ ლეონ მეთოთხმეტეს.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები – ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი მჭიდრო პარტნიორობის საფუძველს ქმნის”, – წერს ყაველაშვილი.

მისივე თქმით, პაპს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, რომის პაპი საქართველოში მოიწვია.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები