კატეგორიები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თურქეთში ჩაფრინდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თურქეთში ჩაფრინდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩაფრინდა თურქეთის ქალაქ ანტალიაში, სადაც დღეს, 15 მაისს, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ პირდაპირი მოლაპარაკებები იგეგმება.

თავდაპირველად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში ჩასვლა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სთხოვა, თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის გამო ის სტამბოლში ჩასვლას ვერ მოახერხებდა. ტრამპმა ისიც ივარაუდა, რომ პირდაპირ მოლაპარაკებებზე თურქეთში პუტინი არ ჩავიდოდა.

მარკო რუბიოს გარდა სტამბოლში ჩასვლას ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც გეგმავს.

დაკავშირებული ამბები
ანკარაში მიიჩნევენ, რომ ისრაელს არ სურს რეგიონში მშვიდობის მიღწევა თურქეთში მიიჩნევენ,რომ რუსეთი და უკრაინა ფსიქოლოგიურად მზად არიან ცეცხლის შეწყვეტისთვის
სხვა ამბები