მთავარისაქართველორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს ეხება. სტრატეგიული დიალოგის საჯარო სესიაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ისინი რუსულ საფრთხეებს საქართველოს, პოლონეთისა და უკრაინის მაგალითზე განიხილავდენ.

კონფერენციის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგადნას. ფგანხილვის თემა იყო ამ საფრთხებეთან ბრძოლის ეფექტური გზების პოვნა.

„რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, რომ საქართველოში შესაძლებელი იქნებოდა საგარეო პოლიტიკის ცვლილებებზე საუბარი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხდება რუსული დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებით“, – განაცხადა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ ევრონიუს ჯორჯიასთან ინტერვიუში**.**

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა. დიპლომატის განცხადებით, რაც ევროპამ წლების განმავლობაში ისწავლა, არის ის რომ რუსეთის ნდობა დაუშვებელია. პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ამ ქვეყანას საქართველოს ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებული აქვს. და რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია – ევროკავშირის ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე – პაველ ჰერჩინსკიმ არაერთხელ ნათქვამი კვლავ გაიმეორა, რომ ევროკავშირის მზად არის მიიღოს საქართველო ბლოკის სრულფასოვან წევრად, თუმცა დიპლომატის განმარტებით, ამისთვის ქვეყანა დემოკრატიულ გზას უნდა დაუბრუნდეს.

„რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გადადგმული ნაბიჯები, მიღებული გადაწყვეტილებები და კანონები ამ პრინციპების საწინააღმდეგოა და ამის შესახებ საუბრობენ სხვა ევროპელი ლიდერებიც. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს, რომ არ გაეკეთებინა ეს. სამწუხაროდ, ჩვენი ხმა სრულად უგულებელყვეს. უფრო უარესიც, რაც ჩვენ საქართველოში ბოლო თვეებში ვნახეთ არის დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და სრული დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებიც დემონსტრანტებს ქუჩაში სცემდნენ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი.

კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში პოლონეთისა და უკრაინის საელჩოების ორგანიზებით გაიმართა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს კრემლის პროპაგანდის გავრცელებას ევროპაში და ამ პროპაგანდასთან ბრძოლის გზებს. პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის საქართველოში, არტურ გებალის განცხადებით, დღეს კრემლი უკრაინას სამხედრო ძალით უტევს, თუმცა დიპლომატის თქმით, რუსეთის პროპაგანდისტული შეტევები არანაკლებ მძლავრია პოლონეთზე, მთელ ევროპასა და მსოფლიოზე.

„ჩვენ ვსაუბრობთ რუსულ იმპერიალიზმზე. ვფიქრობ, საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც ეს ძალიან კარგად იცის. რუსეთის აგრესია საქართველოში 2008 წელს დაიწყო, შემდგომ უკრაინაში გაგრძელდა, ჯერ 2014 წელს და ასევე 2022 წელს. ევროპას ძალიან კარგად ესმის თუ რას ნიშნავს რუსეთის ეს ნაბიჯები და რამდენად საშიშია ეს ყველაფერი დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნებისთვის. მათ შორის ჩემი ქვეყნის, პოლონეთისთვისაც. ჩვენ სხვა მხრივ გვიწევს რუსეთის აგრესიის ატანა, რაც ჰიბრიდულ თავდასხმებსა და დეზინფორმაციების გავრცელებაში გამოიხატება”, – განაცხადა საქართველოში პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა, არტურ გებალმა.

კონფერენციაზე ასევე შედგა სპეციალური ინტერენტპლატფორმის პრეზენტაცია, რომლის მიზანიც პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. კონფერენციის ორგანიზატორთა განმარტებით, ახალი ვებგვერდი მისამართით, – propaganda.ge მოქალაქეებს დეზინფორმაციის აღმოჩენაში დაეხმარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend