მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის მთავრობამ აკრძალა ექსტრემისტული ორგანიზაცია „რაიხის მოქალაქეთა მოძრაობა"

გერმანიის მთავრობამ აკრძალა ექსტრემისტული ორგანიზაცია „რაიხის მოქალაქეთა მოძრაობა”

გერმანიის მთავრობამ აკრძალა ყველაზე დიდი ექსტრემისტული ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „რაიხის მოქალაქეთა მოძრაობა”,  რომელიც საკუთარ თავს „გერმანიის სამეფოს” უწოდებს და ქვეყნის დემოკრატიული წესრიგის შელახვას ცდილობს. სამართალდამცველებმა ჯგუფის 4 ლიდერი დააკავეს.

14 მაისის დილიდან რამდენიმე შტატში 800 პოლიციელი ჩხრეკს დაჯგუფების ქონებას და ლიდერი წევრების სახლებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა გადამწყვეტ ზომებს მიიღებს მათ წინააღმდეგ, ვინც თავისუფლებასა და დემოკრატიას ებრძვის.

„ორგანიზაცია ეწინააღმდეგება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციურ წესრიგს. ამ გაერთიანების მიზანია ე.წ. მთავრობის შექმნა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისგან გამოყოფა. საქმე არ ეხება უწყინარ  ადამიანებს, როგორც ორგანიზაციის სახელწოდება შეიძლება მიანიშნებდეს, არამედ ეს ეხება კრიმინალურ სტრუქტურებს, კრიმინალურ ქსელებს. სწორედ ამიტომ აიკრძალა ის დღეს“,- განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა.

„რაიხის მოქალაქეთა მოძრაობის” წარმომადგენლები დემონსტრაციაზე დროშებით ხელში, პოტსდამი, გერმანია, 14 ნოემბერი, 2020 წელი Copyright Christophe Gateau/dpa via AP

ე.წ. „რაიხის მოქალაქეთა მოძრაობა” გერმანიას სახელმწიფოდ არ აღიარებს. მისი წევრები ამტკიცებენ, რომ ისტორიული რაიხი კვლავ არსებობს და უგულებელყოფს ქვეყნის ისეთ დემოკრატიულ და კონსტიტუციურ სტრუქტურებს, როგორებიცაა პარლამენტი, კანონები და სასამართლოები. ისინი უარს ამბობენ გადასახადების, სოციალური დაზღვევის შენატანების ან ჯარიმების გადახდაზე.

ამიერიდან კი ჯგუფის ონლაინპლატფორმები დაიბლოკება და მისი აქტივები კონფისკაციას დაექვემდებარება, რათა ფინანსური რესურსები ექსტრემისტული მიზნებისთვის აღარ გამოიყენონ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანია „რაიხსბურგერის“ მოძრაობის წინააღმდეგ მოქმედებს. 2023 წელს გერმანელმა პოლიციელებმა დაახლოებით 20 პირის სახლი გაჩხრიკეს, დააკავეს არაერთი წევრი.

გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წელს მოძრაობაში დაახლოებით 23 000 წევრი იყო, მათგან 2 000-ზე მეტი პოტენციურ  მოძალადედ ითვლებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend