მთავარისაქართველოაქციებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს

აქციებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს.

დღეს, 14 მაისს, ისევე როგორც წინა სასამართლო პროცესზე პროკურატურის მოწმეებს კითხავენ. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.

წინა სხდომაზე გამოკითხული ხუთი მოწმე პოლიციელიდან, სასამართლოსთვის არცერთს უთქვამს, რომ საპროტესტო აქციაზე ზიანი მას ამ საქმეში ბრალდებულთაგან რომელიმემ მიაყენა. ამ პოლიციელთა ნაწილს ამ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.


.

პროკურატურა სამ ბრალდებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9 წლამდე, დანაშაულში მონაწილეობაში ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend