„საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი იზორიამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა საგზაო უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.
ირაკლი იზორიამ საგზაო შემთხვევების სტატისტიკა წარადგინა. ავარიების გამომწვევ ძირითად მიზეზებსა და გაეროს გლობალურ საგზაო უსაფრთხოების კვირეულზე ისაუბრა.
მან განაცხადა, რომ წელს გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეულის მიზანია, რომ ქვეითთა და ველოსიპედისტების გადაადგილება მეტად უსაფრთხო გახდეს.
ირაკლი იზორია აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა აწარმოოს სოციალური კამპანიები, რადგან მხოლოდ კანონების მიღება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მისი თქმით, საკმარისი არაა.
