კატეგორიები

პარლამენტი საგარეო საქმეთა სამინისტროში ცვლილებებისთვის კანონს იღებს

პარლამენტი საგარეო საქმეთა სამინისტროში ცვლილებებისთვის კანონს იღებს
მთავრობის ინიციატივით, დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის საგარეო ურთიეთობათა კომიტეტმა.

ცვლილებები უცხოეთში წარგზავნილი დიპლომატების დანიშვნისა და გამოწვევის ვადებისა და მეთოდების, ასევე, მივლინების ვადების გახანგრძლივების შესაძლებლობის უზრუნვეყოფას ითვალისწინებს. დაგეგმილია რამდენიმე ტენქიკური ცვლილების შეტანაც.

ეს პროექტი “ქართული ოცნების” დეპუტატებს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გააცნო.

“ქართული ოცნების” პოლიტიკური  ოპონენტების თქმით, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სმაინისტროში უფრო გამარტივდება რეფორმის სახელით წოდებული რეორგანიზაცია. ეს ცვლილებები, ოპოზიციონერი ლიდერების შეფასებით, სამინისტროდან პოლიტიკურად დაუმორჩილებელი კადრების გაშვებას ისახავს მიზნად.

“ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს პარლამენტში განხილული ყველა კანონპროექტი და უკვე მიღებული კანონები ემსახურება ერთადერთ, რეპრესიულ მიზანს. ცხადია, ახალი კანონპროექტიც არის ამ შინაარსის. ანუ, ახალი კანონპროექტით, მარტივდება დიპლომატების დათხოვნა, გამოწვევა. ეს არის შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობილი. შეფასების კრიტერიუმად კი განსაზღვრული იქნება პარტიული ერთგულება. ანუ, ვინც იქნება ერთგული “ქართული ოცნების” ღირებულებების და პარტიული კუთვნილების, ის დარჩება დიპლომატიურ უწყებებში, რაც არის დამღუპველი საკადრო დიპლომატიისთვის და ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსისთვის”. – განაცხადა ლანა გალდავამ”, – განაცხადა “ლელოს”- ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ.

ბოლო პერიოდში მიღებულ სხვა საკანონმდებლო ცვლილებების მსგავსად, ამ ცვლილებასაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები