ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის სახლში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟებმა მალევე მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობა. არავინ დაშავებულა. პოლიცია და ანტიტერორისტული განყოფილება ამ ინციდენტს და ასევე კიდევ მსგავს შემთხვევას, ავტომობილის ხანძარს იმავე ქუჩაზე გაერთიანებულ დანაშაულებრივ ქმედებად იძიებენ.
სერ კირ სტარმერი ამჟამად პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში ცხოვრობს, ხოლო მისი კენტიშ თაუნის სახლი გაქირავებულია.
ასევე 12 მაისს ლონდონის მეტროს ქსელი, დღის მეორე ნახევარში, ელექტროენერგიის გათიშვის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა. ლონდონის სატრანსპორტო კომპანიის ვებსაიტმა აჩვენა, რომ ზუსტად პიკის საათის დროს სამი მეტროს ხაზი სრულად გაჩერდა, ხოლო ექვსზე მეტ ხაზზე საკმაო დაგვიანებები და ნაწილობრივი შეჩერებები დაფიქსირდა.
ლონდონის სატრანსპორტო კომპანიის მთავარი ოპერაციული ოფიცრის, კლერ მენის განცხადებით, მეტროს ქსელს რამდენიმე ხაზზე ელექტროენერგია დროებით გაეთიშა. მან დაამატა, რომ ისინი მუშაობენ ენერგეტიკულ კომპანია National Grid-თან ერთად მუშაობენ, რათა დაადგინონ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი.
ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები ლონდონში გახშირდა. გასულ თვეში, დასავლეთ ლონდონში ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია, რის შედეგადაც ჰითროუს აეროპორტი თითქმის ერთი დღით დაიხურა, რამაც ათასობით ფრენა შეაფერხა.