მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრიტანეთში რუსული ჯაშუშური ქსელის ბულგარელ ბოსს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბრიტანეთში რუსული ჯაშუშური ქსელის ბულგარელ ბოსს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

დიდ ბრიტანეთში თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიესაჯა ბულგარელ მამაკაცს, რომელიც რუსული ჯაშუშური ქსელის მეთაური იყო.

პროკურორების თქმით, 47 წლის ორლინ რუსევი ხელმძღვანელობდა ხუთი ბულგარელისგან შემდგარ ჯგუფს, რომლებთან ერთადაც რუსული დაზვერვის დავალებით 2020 წლიდან 2023 წლამდე ოპერაციებს ატარებდა დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთსა და მონტენეგროში.

ჯგუფი ძირითადად მიზანში იღებდა დიპლომატებს, ჟურნალისტებსა და უკრაინელ ჯარისკაცებს. აგრეთვე მუშაობდა კრემლის ოპონენტების გატაცებასა და მკვლელობაზე.

2018 წელს ჯგუფის წევრებმა ვალენსიაში ბულგარელი ჟურნალისტის გატაცება და მკვლელობა სცადეს მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთის მონაწილეობის მტკიცებულება აღმოაჩინა.

ორლინ რუსევი ყალბი დოკუმენტებით გადაადგილდებოდა. რუსევის გარდა, დააკავეს დანარჩენი ხუთი ბულგარელიც და სასამართლომ მათაც თავისუფლების ცხრიდან ათ წლამდე ვადით აღკვეთა მიუსაჯა. ისინი კოდურ სახელებს იყენებდნენ, მაგალითად, ორლინ რუსევი საკუთარ თავს ჯეკი ჩანს უწოდებდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend