კატეგორიები

ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა
ქალაქ ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებას არჩილ ჩიქოვანმა ფეისბუკის პირად გვერდზე გააცნო.

„მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ“, – დაწერა არჩილ ჩიქოვანმა ფეისბუკის პირად გვერდზე.

ბათუმის ყოფილმა მერმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნებასაც“ და თქვა, რომ რჩება პარტიის წევრად.

არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობას ლაშა კომახიძის გადადგომის შემდეგ, 2021 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე ასრულებდა. იმავე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მან გაიმარჯვა და ბათუმის მერად დაინიშნა.

ვიდრე ქალაქის ხელმძღვანელის პოსტს ჩაიბარებდა, არჩილ ჩიქოვანს სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. წინა ხელისუფლების დროს, 2004-2013 წლამდე, სხვადასხვა პერიოდში არჩილ ჩიქოვანი აჭარის პროკურატურაში, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროს გამომძიებლად და ამავე სამმართველოს  სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალური განყოფილების უფროსად მუშაობდა.

2010 წელს არჩილ ჩიქოვანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი იყო. ძალოვანი სტრუქტურიდან მან თავდაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსად დანიშნეს, სადაც 2013 წლამდე იმუშავა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები