კატეგორიები

მოშიმშილე მაღაროელების პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან

მოშიმშილე მაღაროელების პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან

მოშიმშილე ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი თბილისში ჩამოვიდა და პროტესტს მთავრობის ადმინისტრაციასთან აგრძელებს.

ხუთი მაღაროელი უკვე მე-17 დღეა, შიმშილობს. ისინი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და ჭიათურაში დაკავებული პროტესტის მონაწილე პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

პარალელურად, უკვე 74-ე დღეა, პროტესტი გრძელდება ჭიათურაშიც. საპროტესტო აქციები ჭიათურაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მანგანუმის მომპოვებელმა კომპანიამ „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიწისქვეშა სამუშაოები შეაჩერა და 3 600-ზე მეტი დასაქმებული უმუშევარი დარჩა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები