კატეგორიები

„ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ (PKK) განაცხადა, რომ დაშლისა და განიარაღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

„ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ (PKK) განაცხადა, რომ  დაშლისა და განიარაღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
„ისტორიული გადაწყვეტილება" - „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ (PKK) განაცხადა, რომ დაშლისა და განიარაღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიზნად ისახავს თითქმის 40-წლიანი შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებას, რომლის დროსაც ათიათასობით ადამიანი დაიღუპა.

მარტში PKK-მ გამოაცხადა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა თურქეთთან, თურქეთის მმართველი კოალიციის პოლიტიკური გზავნილების ფონზე, რომელიც ამბობდა, რომ PKK-ის ლიდერს პირობითი გათავისუფლება შეეძლებოდა ჯგუფის დაშლის შემთხვევაში.

აბდულა ოკალანი 1999 წლიდან პატიმრობაშია.

დაჯგუფება, რომელიც თურქეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს, 1984 წლიდან აჯანყებულია თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ.

დაკავშირებული ამბები
ანკარაში მიიჩნევენ, რომ ისრაელს არ სურს რეგიონში მშვიდობის მიღწევა თურქეთში მიიჩნევენ,რომ რუსეთი და უკრაინა ფსიქოლოგიურად მზად არიან ცეცხლის შეწყვეტისთვის
სხვა ამბები