მთავარისაქართველოევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა კონფერენცია უნგრეთში

ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა კონფერენცია უნგრეთში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება უნგრეთში, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეთა კონფერენცია მიმდინარეობს.

ბუდაპეშტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შალვა პაპუაშვილმა ევროპის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ხალხის მიერ არჩეულ მთავრობასთან დირექტივებით საუბრის ტენდენცია ჩანს.

„მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის – საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრების გზის დღესდღეობით, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის სიკეთეების მაქსიმიზაციაზე და, ამავდროულად, წევრი ქვეყნების ავტონომიისა და ტრადიციების პატივისცემაზე… სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს,ელაპარაკოს დირექტივებით, დაუწესოს ვალდებულებები უფლებების მინიჭების გარეშე. ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე განსაკუთრებით ევროკავშირის იმ ინსტიტუტებში, სადაც საქართველო ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მიერ მოთხოვნებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მაგალითი მოიყვანა. მისი თქმით, ბრიუსელი თბილისისგან მოითხოვდა, შექმნილიყო მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინარული, ე.წ. „ვეტინგის“ სისტემა.

„ეს სისტემა, დანერგვის შემთხვევაში, შეეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ძალაუფლება ხალხისგან მომდინარეობს. გამოდიოდა, რომ ხელისუფლების მთლიანი შტო დაკომპლექტდებოდა უცხოელი აქტორების მიერ, რაც ეროვნული სუვერენიტეტის არსს ეწინააღმდეგება. მეეჭვება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო თავის სუვერენიტეტში ასეთ ჩარევას დაუშვებდა”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებს გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend