მთავარისაქართველოთბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე 6 მოწმე პოლიციელი უნდა დაკითხულიყო, თუმცა მხოლოდ ერთის დაკითხვა მოხერხდა. პოლიციელმა გიორგი ზაბახიძემ განაცხადა, რომ 28 ნოემბერის საპროტესტო აქციაზე მარჯვენა თვალის არეში ქვა მოხვდა. შედეგად კი, ამ თვალიდან თითქმის ვერ ხედავს.

დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელი ამბობს, რომ საგნის მსროლელი პირი ვერ დაინახა.

მოწმე პოლიციელის, გიორგი ზაბახიძის, მდგომარეობაზე მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ამბობს:

 

„არც ამ ადამიანებთან და არც დანარჩენებთან, რომლებიც შემოვლენ, შემხებლობა არ გვქონია. გული მწყდება ადამიანზე, დაზიანდა და მხედველობა დაკარგა. აქეთ, მეორე მხარეს ჩვენ ვართ, თითქოს, წვლილი მიგვიძღვის ამაში”.

პროკურატურა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და კიდევ 9 პირს ედავება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:02
spot_imgspot_img
Send this to a friend